აშშ უკრაინას დამატებით 3 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

24 აგვ 2022

აშშ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს 3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.

დახმარების ეს პაკეტი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ყველაზე დიდი დახმარება იქნება, ომის დაწყების შემდეგ.

შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, დახმარების პაკეტს ბაიდენის ადმინისტრაცია სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.