კვარაცხელიას ორივე გოლი იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის საუკეთესო ხუთეულშია

23 აგვ 2022

იტალიის "სერია A"-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე ტურის საუკეთესო გოლების ხუთეული გამოავლინა.

5 საუკეთესო  გოლიდან 2 ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის,რომელიც  "მონცასთან"  გაიტანა.
მეხუთე ადგილზე ხვიჩას 62-ე წუთზე გატანილი გოლი გავიდა, ხოლო 35-ე წუთზე გატანილმა გოლმა მეორე  ადგილი დაიკავა. 

კვირის საუკეთესო გოლი კი დომენიკო ბერარდის ანგარიშზეა.

ხვიჩა კვარაცხელია სამი სხვადასხვა გამოცემის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.