ბათუმელი მოჭადრაკე ირაკლი ახვლედიანი პორტუგალიის ტურის გამარჯვებულია

23 აგვ 2022

ირაკლი ახვლედიანი  პორტუგალიის საჭადრაკო ტურის გამარჯვებულია. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

2021/2022 წლების სეზონის საერთაშორისო ტურნირების სერიის გამარჯვებული ბათუმელი ფიდეს ოსტატ ირაკლი ახვლედიანი  220 ქულით გახდა.

სერიის ფარგლებში გამართული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში ნაჩვენები ქულების საერთო ჯამში ყველაზე მეტი ქულა ახვლედიანმა დააგროვა და გამარჯვებულად გამოცხადდა.

მეორე ადგილი პორტუგალიელმა მოჭადრაკემ დაიკავა, მესამეზე კი კანადელი გავიდა.