მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-3 ნომერი გახდა

23 აგვ 2022

ბოლო ღონისძიებების შემდეგ UFC-მ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. 31 წლის მერაბ დვალიშვილმა  ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ კი რეიტინგში სამი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად სუპერმსუბუქ დივიზიონში მე-3 პოზიციას იკავებს, რაც ქართველ მებრძოლებში ისტორიული შედეგია. 

ამ წონაში პირველი ადგილი ამერიკელ ალჯამეინ სტერლინგს უჭირავს. შემდეგ კი რეიტინგში რუსი პეტრ იანი და ამერიკელი ტი ჯეი დილაშოუ მოდიან.