დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი 

23 აგვ 2022

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათგან ერთ-ერთი ყოფილი საჯარო მოხელეა. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა 15 ათას 360 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის  საერთო საბაზრო ღირებულება  828 ათას 960 ლარია.