“შეარჩიე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე” - გამოკითხვა 

23 აგვ 2022

შეარჩიე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე. ბათუმელებს საშუალება აქვთ ნაძვის ხე 4 ესკიზიდან შეარჩიონ. აღნიშნული ესკიზებიდან ის ვარიანტი შეირჩევა, რომელიც გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესყიდვისთვის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ტენდერის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

გამოკითხვა ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე 25 აგვისტოს დასრულდება.