ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

22 აგვ 2022

ბორჯომში ტყე ისევ იწვის. რამდენიმე უწყების ათეულობით თანამშრომელი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა ჯერჯერობით ჯარისკაცები, მეტყევეები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ ახერხებენ ცეცხლის ლოკალიზებას. მათთან ერთად პროცესში ჩართულია ვერტმფრენებიც. რატომ ალაპარაკდა მოსახლეობა დაგვიანებულ რეაგირებაზე და რა ართულებს ხანძრის ლიკვიდირებას, სიუჟეტიდან გაიგებთ.