ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა დაამტკიცა

22 აგვ 2022

ბულვარის გენგეგმა დამტკიცებულია, თანაც განახლებული ვარიანტით. დოკუმენტის არსებული ფორმით მიღებას, რა თქმა უნდა, პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. სადავო იყო ''ამბასადორის'' შესახებ ჩანაწერი  დოკუმენტში.

ოპოზიციასთან ერთად სამოქალაქო სექტორი დეპუტატებს უმრავლესობიდან ექსპერტების ჩანაწერებს ახსენებდნენ, რომლის მიხედვითაც "ამბასადორი" ბულვარის გენგეგმასთან შეუსაბამოა.