„ბირთვული უსაფრთხოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ” - საზაფხულო უნივერსიტეტი 

22 აგვ 2022

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ახალი გამოწვევები და რისკები, ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის რეჟიმი“ - თემაზე ბსუ-ში მე-7 საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში მსჯელობენ.  

სამი დღის განმავლობაში მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნის უნივესიტეტიდან ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ, როგორებიცაა გლობალური უსაფრთხოება, ინდო-ჩინეთის რეგიონის უსაფრთხოების პერსპექტივა და რუსეთის აგრესიის კონტექსტი,  რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები,  ჩინეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.  ნატოს გაფართოვება- ფინეთისა და შვედეთის შემთხვევების კვლევის მაგალითზე. 

უცხოელი მკვლევარები ქართველ კოლეგებს ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის  გამოცდილებასაც გაუზიარებენ. ბათუმის მე-7 საზაფხულო უნივერსიტეტი 24 აგვისტოს დასრულდება. 

ღონისძიებას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებიან.