კვარაცხელიას "ნაპოლი" დღეს "მონცას" დაუპირისპირდება

21 აგვ 2022

იტალიის "სერია ა" -ს მეორე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" შინ "მონცას" დაუპირისპირდება.

ხვიჩასთვის ეს გუნდის საშინაო არენაზე "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" პირველი მატჩი იქნება.

"ნაპოლიმ"  სეზონი "ვერონასთან"  გასვლაზე და 2:5  გამარჯვებით გახსნა , სადაც სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ნაპოლის" და "მონცას" შეხვედრა დღეს 21 აგვისტოს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.