მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდო დაამარცხა

21 აგვ 2022

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.

მისი მეტოქე ბრაზილიელი ჟოზე ალდო იყო, რომელიც 3-რაუნდის შემდეგ დაამარცხა.

მსაჯების გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილმა მეტოქე სამივე რაუნდში აჯობა- (29-28, 29-28, 30-27).

ქართველ მებრძოლს UFC-ში  10 დან 8 გამარჯვება დაუგროვდა.