ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - დაღუპულია 16 ადამიანი

20 აგვ 2022

მსხვერპლით დასრულდა ავარია თურქეთში. გარდაცვლილია  16 ადამიანი.  თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზაზე, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა.

დაღუპულებს შორისაა  3 მეხანძრე, 4 მედპორსონალი, 2 ჟურნალისტი. დაშავებულია 21 ადამიანი. დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

არსებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.