მაშველებმა მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს

19 აგვ 2022

მაშველებმა უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა. ძმები უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

სამძებრო სამუშაოები გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.