ოპტიმიზაცია - რეორგანიზაცია

11 იან 2017

საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი ბათუმის მერიაში. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა რეორგანიზაციის ხარჯზე გრძელდება. გიორგი ერმაკოვი რამდენიმე სამსახურის ოპტიმიზაციას აანონსებს, თუმცა თანამშრომელთა შემცირებას გამორიცხავს. რეორგანიზაცია იგეგმება მუნიციპალიტეტების გამგეობებშიც.