მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

18 აგვ 2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მკვიდრი ექვსი წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით მდინარე ცხენისწყალში იპოვეს.

მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე, მდინარეში გუშინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მაშველები და ადგილობრივები ბავშვს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ეძებდნენ.