სემინარი მოწყვლადი ჯგუფებისთვის  ხულოში

17 აგვ 2022

ქედასა და ხულოში მცხოვრები  შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის საინფორმაციო სემინარები ჩატარდა. იმსჯელეს საზოგადოებაში არსებული სტიგმების, თვითშეფასების ამაღლების, უფლებრივი მდგომარეობის და სხვა საკითხების შესახებ. UNDP-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ასოციაცია ,, ერთმანეთისთვის“ ახორციელებს. სამომავლოდ, დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ საინფორმაციო სერვისების შეთავაზება იგეგმება.