მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტით სხვადასხვა პროგრამაა გათვალისწინებული

17 აგვ 2022

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტით სხვადასხვა პროგრამაა გათვალისწინებული. მათ შორის, წარჩინებული მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები. მაღალმთიანი აჭარის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ერთდღიანი შემეცნებითი ტური ხორციელდება. ტურში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების ცხრაკლასდამთავრებული 180 წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობს. ტურები 6 ეტაპად მოეწყობა.