ვროცლავში პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

16 აგვ 2022

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები პოლონეთში გაემგზავრნენ.  დღეიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ვროცლავში პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა,  გახსნის ცერემონიას მუსიკალურად სწორედ საოპერო დასის სოლისტები გააფორმებენ.