კვარაცხელია "სერია A"-ს პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

16 აგვ 2022

ცნობილმა საიტმა "Whoscored"-მა სერია A-ს პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

ხვიჩას თამაში ვერონასთან საიტმა 7,7 ბალით შეაფასა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩი 68 წუთი ითამაშა. ამ დროში კი გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგი შეხვედრა ხვიჩას გუნდს 21 აგვისტოს "მონას" წინააღმდეგ ელოდება.