ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მატარებელი კედელს დაეჯახა

16 აგვ 2022

ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მემანქანემ საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მატარებელი კედელს დაეჯახა.

რის შედეგადაც დაზიანდა პარკირებაზე გაჩერებული 4 ავტომობილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება მოგვიანებით გაგაცნობთ.