ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

16 აგვ 2022

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.

შემთხვევის ადგილას მესამე დღეა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ "სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.