ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" დიდი ანგარიშით მოიგო

15 აგვ 2022

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის''სერია ა'' შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ''ნაპოლის'' მაისურით ''ვერონასთან'' შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნეაპოლელებმა პირველ ტურში გასვლაზე ''ვერონა'' 2:5 დაამარცხეს და პირველი სამი ქულა მოიპოვეს.
29-ე წუთზე ლაზანიამ გაიტანა და ''ვერონა" წინ გავიდა. 37-ე წუთზე ლოზანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი დი ლორენცოს გადაცემის შემდეგ ოსიმენმა გაიტანა და ნეაპოლელებმა ტაიმი 1-2 მოიგეს. 48-ე წუთზე ანრიმ ანგარიში გაათანაბრა.

ხვიჩას აქტიურობა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. ქარველმა შემტევმა 55-ე წუთზე გამოზომილი გადაცემა, ზლინსკის გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გოლის გატანა მოახერხა. 

10 წუთში ლობოტკამ ''ნაპოლის'' უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა და ნეაპოლელებმა მეოთხე გოლი გაიტანეს.

68-ე წუთზე ლუჩანო სპალეტინ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა და მის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი გამოვიდა.

79-ე წუთზე ოსიმენმა ცვლილებაზე გამოსულ პოლიტანოს გაატანინა და ანგარიში 2-5 გახდა.

''სერია ა''ს მეორე ტურში კვარაცხელიას ''ნაპოლი'' სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ელიტაში აღზევებულ ''მონცას'' უმასპინძლებს.

მატჩი 21 აგვისტოს თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.