''ბათუმის თასი 2022'' - ბათუმში საცხენოსნო ჩემპიონატი გაიმართა

14 აგვ 2022

''ბათუმის თასი 2022''  - ბათუმში საცხენოსნო ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებები დოღსა და ცხენბურთში ჩატარდა,  რომელშიც  სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული ცხენოსნები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალი ბათუმის მერიისა და ბათუმის საცხენოსნო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.