ეგვიპტეში ხანძრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა

14 აგვ 2022

ეგვიპტეში ხანძრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. ტრაგედია ქალაქ გიზას ეკლესიაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე, ინციდენტამდე 5 ათასამდე მლოცველი იყო შეკრებილი. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებს შორის უმეტესი ბავშვია.

პირველადი გამოძიებით, პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს.