თანასოფლელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

14 აგვ 2022

თანასოფლელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.  გამოძიებით დადგინდა, რომ  დაკავებულმა  გურჯაანში,  47 წლის მამაკაცი დანით დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაკავებულს 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.