ოზურგეთში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა

12 აგვ 2022

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გარდაცვლილი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, კაცი დაკავებულია. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.