ეკვადორის ქალაქ გუა იაკილში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს

11 აგვ 2022

ეკვადორის ქალაქ გუა იაკილში ძიუდოში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. გუშინ, ასპარეზობის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ორი მედალი - ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. -60კგ-ში ვერცხლის მედალი გიორგი სარდალიშვილმა, ხოლო ამავე წონაში ბრინჯაო თორნიკე მაზიაშვილმა მოიპოვეს.