სამუშაო შეხვედრა პარლამენტში

10 აგვ 2022

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფმა დღეს, პირველად იმსჯელა სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე. მეოთხე პუნქტის თანახმად, უნდა შეიმუშავონ მექანიზმები, რომლითაც, ეს სამსახურები უფრო გაძლიერდება.