შრომის ინსპექციამ 127 "Covid" კლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა

10 აგვ 2022

შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დადგინდა, რომ  90 დაწესებულებაში  სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.

"2020- 2021 წლებში შრომის ინსპექციამ მოახდინა კოვიდკლინიკების შემოწმება იმ სახელფასო გასაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც  სახელმწიფო კოვიდკლინიკებს აძლევდა მედპერსონალისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის საათობრივი ანაზღაურებისთვის. 127 კლინიკიდან, 37 გარდა, სხვა კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ გავეცით გაფრთხილება და გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ეს გულისხმობდა მითითებას, რომ მომხდარიყო ანაზღაურება იმ სახელფასო დავალიანების, რომელიც ექიმების მიმართ არსებობდა“, - განაცხადა ფერაძემ.