ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა

09 აგვ 2022

საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენმა ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა 16 ტონიანი ტრაილერი კბილებით გასწია და გინესის დღემდე არსებული რეკორდი - 15 500 კგ, რომელიც ეგვიპტელ აშრაფ სულეიმანს ეკუთვნოდა ნახევარი ტონით გააუმჯობესა. ქართველი ძალოსანი უკვე ახალ რეკორდებზე ფიქრობს. მის გეგმებში გემისა და თვითმფრინავის გაწევაა. გინესის ახალ რეკორდსმენს შესაბამისი სერთიფიკატი საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა გადასცა.