14 წელი აგვისტოს ომიდან - გმირთა მემორიალი შეამკეს შუახევში
08 აგვ 2022
დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს შუახევშიც. სოფელ ჭვანის მემორიალთან შეიკრიბნენ მერიის თანამშრომლები, და რიგითი მოქალაქეები. 8 აგვისტოს ომს შუახევიდან 4 ჯარისკაცი შეეწირა. მუნიციპალიტეტიდან ომში სულ 900-მდე ჯარისკაცი იბრძოდა.