“შუამთობა” ჩირუხში 2022

07 აგვ 2022

ხალხმრავალი შეკრება, კონცერტები, შეჯიბრებები - დღეს ჩირუხში მენხლიანობა ანუ შუამთობა აღნიშნეს.  

დღესასწაული ადგილობრივებთან ერთად მუჰაჯირობის დროს თურქეთში გადასახლებულმა ქართველებმაც იზეიმეს, ანსამბლი ჩვენებურები სპეციალურად ამ დღისთვის ინეგოლიდან  ჩამოვიდა. მათ მიერვე ნასწავლი და შემონახული ცეკვები კი საზოგადოებას წარუდგინეს.