საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის სავარაუდო წყვილები ცნობილია

05 აგვ 2022

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 13 და 14 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.
თუმცა მანამდე  6, 7 და 8 აგვისტოს 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები შედგება.

7 აგვისტოს ქობულეთში ''ჩელე არენაზე'' 17:00 საათზე ''შუქურა''  ''გაგრას'' მიიღებს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ''ვიტ ჯორჯიასა და "ლოკომოტივს'' შორის საუკეთესის დაუპირისპირდება.

8 აგვისტოს კი ხელვაჩაურის ''მაჭახელა'' ''ანგისას ბაზაზე'' გორის ''დილას'' უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

''დინამო ბათუმი'' ასპარეზობას პირდაპირ მერვედფინალიდან იწყებს. შავიზღვისპირელები "სამტრედია''  და ''დინამო'' თბილისს შორის უმჯობეს შეხვედებიან.