ობამას მიმართვა

10 იან 2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში რასიზმსა და ეკონომიკურ უთანასწორობას შეერთებული შტატების დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე უწოდა. ობამამ  ამერიკელებს მადლობა გადაუხადა  მხარდაჭერისთვის და მისი ძირითადი მიღწევები დაასახელა.  20 იანვარს მას ამ პოსტზე  რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შეცვლის.