მაიმუნის ყვავილის გამო აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

05 აგვ 2022

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე საგანგებო სიტუაცია გამოცხადებული იყო მხოლოდ რამდენიმე შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში.

აშშ-ში მაიმუნის ყვავილით დაავადების პირველი შემთხვევა მაისში გამოავლინეს.

დღემდე ვირუსი 7 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქებას საგანგაშო უწოდა.