„ქართული ოცნების“ ლიდერები ქუთაისში

04 აგვ 2022

„ქართული ოცნების“ ლიდერები ქუთაისში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. ისაუბრეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა რამდენიმე რეგიონში.