"რუსეთის ომი უკრაინასთან ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა" - სტოლტენბერგი

04 აგვ 2022

ნატოს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ამჟამინდელ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა - ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნა რომ რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს.

სტოლტენბერგის თანახმად, თუ პუტინი მსგავს ქმედებას ნატოს რომელიმე წევრის მიმართ ჩაიდენს, მთელი ალიანსი გასცემს მას პასუხს.