ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

04 აგვ 2022

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ნადინაძემ კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევ გაცურვაში მე-3 ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური შეჯიბრი 6 აგვისტოს არის ჩანიშნული. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში ასევე მარიამ ქერდიკაშვილი და ბადრი ყაველაშვილი იასპარეზებენ.