შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

03 აგვ 2022

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება - სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ  პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. დახურული შეხვედრა პარლამენტში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ელჩებს გააცნეს ინფორმაცია, თუ როგორ  მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.