ბათუმში სხვადასხვა ცნობილი აკადემიები საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩამოვლენ

03 აგვ 2022

ცნობილი საერთაშორისო საფეხბურთო ასაკობრივი ფესტივალი ''ატეიტის თასის“ წელს ბათუმში გაიმართება. ტურნირი ტრადიციულად ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ტარდებოდა, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შემოდგომაზე მასპინძელი ბათუმი იქნება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ბათუმში : იტალიიდან ''იუვენტუსის'' , ''მილანის'' და ''ატალანტას'' ესპანეთიდან "ესპანიოლის“, პორტუგალიიდან ''ბენფიკას“, შვედეთიდან ''ჰამარბიუს“, აზერბაიჯანიდან ''სუმგაითისა“ და ყაზახეთიდან კი ''ყაირატის“ ასაკობრივი გუნდები შავი ზღვის სანაპიროს ესტუმრებიან.

საქართველოდან კი ბათუმისა და თბილისის ''დინამოს'' ''სამტრედიას“, ქუთაისის ''ტორპედოს'', ''გაგრას“, ''ინტერის აკადემია-საქართველოს“ ფოთის ''კოლხეთის'' და ''საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

საფეხბურთო ფესტივალი 6 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება, რომელიც 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.

ტურნირში მონაწილეობას 8-დან 13 წლამდე ასაკის აკადემიების აღსაზრდელები მიიღებენ.