9, 10 და 11 აგვისტოს მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ

01 აგვ 2022

9, 10 და 11 აგვისტოს მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. შეწყდება სატვირთო მატარებლების მოძრაობაც.

მიმოსვლის შეჩერების მიზეზი ტექნიკურ სამუშაოებსა და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება.