როგორ უნდა შეასრულოს საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია

01 აგვ 2022

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ერთის ნაცვლად, ორი ალტერნატიული ჯგუფი მუშაობს.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ქართულ ოცნებასთან ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს, გეგმავს სექტემბრამდე შეცვლილი საკანონმდებლო ბაზა მოამზადოს, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროკომისიის 12 პუნქტთან, და რომელშიც მთავარ რეკომენდაციად გაწერილია დეპოლარიზაცია.  

ამის მიუხედავად კი, პოლიტიკოსები მოლაპარაკების საერთო მაგიდასთან ვერ იკრიბებიან.