შეჯიბრება ტრიატლონში 

30 ივლ 2022

ბათუმში სამთა ჭიდილში სპორტული ღონისძიებები მოეწყო. ზღვაში ცურვაში, სირბილსა და ველოსპორტში ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი ეჯიბრებოდა.

გამარჯვებულები მედლებითა და სხვადასხვა პრიზით დააჯილდოვეს.

ღონისძიების მიზანია სპორტისა და სპორტული ტურიზმის განვითარება.