ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოს ვაჟთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

29 ივლ 2022

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძიუდოისტებმა სულ 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 5 ბრინჯაო. აქედან 1 ბრინჯაოს მედალი გოგონათა ნაკრების ანგარიშზეა.

ევროპის ზაფხულის მე-16 ოლიმპიური ფესტივალი სლოვაკეთში ტარდება და მასში 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს.

ქართული დელეგაცია 7 სახეობაში 28 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
ოლიმპიური ფესტივალი 24 ივლისის დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება.