სამუშაო ჯგუფების შეხვედრები 

29 ივლ 2022

ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად დეპუტატები პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. დღეს სამოქალაქო სექტორი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება.

სასამართლო სისტემის რეფორმა, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია - ამ საკითხებზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია.

მათი გეგმაა საშემოდგომო სესიისთვის წინადადებების მომზადება, რადგან "ქართული ოცნების" პროცესის არ სჯერათ.