,,წამო მთაში“- პროგრამა ახალგაზრდებისთვის

27 ივლ 2022

,,წამო მთაში“ პროგრამისთვის ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო. ხულოს, ქედასა და შუახევში  უკვე შერჩეული ოთხი ახალგაზრდა,რომლებიც  ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ და ყოფა-ცხოვრებას გაეცნობიან. ახალგაზრდები  მუნიციპალიტეტების  ტურიზმის განყოფილების მიერ შერჩეულ ოჯახებში განთავსდებიან. უზრუნველყოფილი იქნება  ტრანსპორტირება და კვება. ხულოში ერთი მასპინძელი ოჯახი უკვე შერჩეულია სამოტივაციო წერილის  საფუძველზე, კვირის ბოლომდე შეირჩევა დარჩენილი ოჯახებიც.