პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან

27 ივლ 2022

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს განიხილავენ. დოკუმენტს კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გააცნობს.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 9.6% იყო.

მაღალი ინფლაციის მიზეზად მოხსენებაში კოვიდ 19-ის გამო შექმნილი არაორდინარული ვითარება სახელდება.