ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

26 ივლ 2022

18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან  გამოჯანმრთელდა  7 508 ადამიანი, ინფიცირების 5 904 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

ერთი კვირის განმავლობაში, სულ  9 793 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 13,81%-ია.