ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი

25 ივლ 2022

ნაკამურა ტემპეის კონცერტი გაიმართა  ბათუმის ხელოვნების ცენტრში. ცნობილმა იაპონელმა პიანისტმა,  ძირითადად,  ჯაზისა და  ბლუზის ნაწარმოებები შეასრულა. განსაკუთრებული ყურადღება კი მის მიერ ორიგინალურად შესრულებულმა აჭარულმა დაიმსახურა. კონცერტი და ჩაის მომზადების რიტუალი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.