ავარიული დაზიანების გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

21 ივლ 2022

მილის დაზიანების გამო ბათუმში  რამდენიმე ქუჩის აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ. ბათუმის წყლის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, შეფერხება ავარიულ დაზიანებას უკავშირდება.

ალექსანდრე მჟავანაძის თქმით აღდგენით სამუშაოებს დაახლოებით 4-5 საათი დასჭირდება.  ავარიული დაზიანების გამო  დილით რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კვეთა დაიტბორა. 

18:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი ექნებათ, რუსთაველისა და გორგილაძის ქუჩის აბონენტებს მელიქიშვილიდან ასათიანამდე, ვაჟა-ფშაველასა და მელიქიშვილზე რუსთაველიდან გორგილაძემდე მცხოვრებლებს, 26 მაისის ქუჩაზე კი რუსთაველიდან გორგილაძამდე.